17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვა გვესახება შესაძლებლად მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება - სალომე სამადაშვილი 

რა შემთხვევაში აპირებს ოპოზიცია პარლამენტში მუშაობას ნიკა მელიას გათავისუფლებამდე - ამ საკითხზე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები დღეს პარლამენტში განმარტებებს აკეთებდნენ.

ისინი ამბობენ, რომ საკანონდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჩაერთვებიან. თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს სესიის ნაწილს დეპუტატები დაესწრნენ.

"მონაწილეობას მივიღებთ იმ განხილვებში, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათ შორის შეთანხმების პრინციპების დასაცავად. მაგრამ, ამავე დროს, საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვა გვესახება შესაძლებლად მას შემდეგ, რაც სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება. ნიკა მელია კვლავ ციხეშია, ამიტომ ცხადია ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ შეთანხმების შესრულება სრულფასოვნად ხდება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. 

ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ რადგან ოპოზიცია დღეს საპარლამენტო სხდომას არ დაესწრო, ალბათ მათ ამის შესაბამისი მიზეზიც აქვთ. 

"რადგან ოპოზიცია დღეს სხდომას არ დაესწრო, ალბათ მათ ამის შესაბამისი მიზეზი აქვთ. დღეს მარტო მე და იაგო ხვიჩია ვიცავდით ოპოზიციიდან პარლამენტში ადამიანის უფლებების ინტერესებს. ყველა სტადიაზე, ყველა ეტაპზე და ყველა განხილვაში, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები