17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
გაუგებარი სელექტიურობა გადაწყვიტეს, ჩემთვის მიუღებელია - დავით სერგეენკო ოპოზიციაზე

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას თავს არიდებენ. მათივე თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პარტიები მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ. 

"საერთოდ რა ინტერესი აქვთ საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ოპოზიციაში. ერთადერთი ინტერესი იყო ჯერ რურუას გამოშვება, ახლა კი ნიკა მელიას გამოშვებაა. სხვა არაფერი აინტერესებთ მათ, არც რეფორმა და არც რაიმე სხვა საკითხი,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დარეგისტრირდა პარლამენტში და შემდეგ წავიდნენ. მისივე თქმით, ისინი არასერიოზულად ეკიდებიან დოკუმენტის აღსრულებას.

"გაუგებარი სელექტიურობა გადაწყვიტეს, რაც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია," - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ოპოზიციის ქმედებას. 

 

 



დღის ამბები