19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სამწუხაროდ სანაია ასამართლებს ხალხს, ჟურნალისტების ტყვეობაში ვიმყოფებით - "უცნობი"

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. სხდომას არ ესწრებოდა თავად ჟურნალისტი. ვახო სანაიაზე თავდასხმა თებერვალში მოხდა, სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

​სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც ვახო სანაიას წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ის ძალადობაში ბრალდებულებს თავდებში უდგებოდა, თუმცა სასამართლომ მისი და ჯაპანას თავდებობა არ გაითვალისწინა

"სამწუხაროდ სანაია ასამართლებს ხალხს და ჟურნალისტების,  ესე ვთქვათ ტყვეობაში ვიმყოფებით. ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს და არანაირი სამართლიანობის განცდა არ არსებობს. მე აქ უსაქმური არა ვარ აქ, რომ მოვედი და დავდექი და სანამ ეს ხალხი არ შეიგნებს, რომ ეს ყველას გვეხება მანამდე ასე ვიცხოვრებთ,"- თქვა ჟურნალისტებთან უცნობმა.

დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია კი, გოგა ხაინდრავასა და გია გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დაქირავებულებს უწოდებს.

დღის ამბები