17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ცვლილებებიის თნახმად, დაკავებული პირის სასამართლოსთვის წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდება. ინიციატივა ლევან იოსელიანს ეკუთვნის.

პროექტის პირვანდელ ვარიანტში 48-საათიან დაკავებაზე იყო საუბარი.

სხდომას ესწრება ოპოზიცია.  საკანონმდებლო ორგანოში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები" დღეს დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზიც გახდა.  

"გამოვიტანე უკეთესი - 48 საათის მაგივრად 24 საათი და მარტო რომ არ ვყოფილიყავი იმ ოთახში და სხვებიც ყოფილიყვნენ, ის 12 საათი შეიძლება დაგვეტოვებინა. როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, მაშინ სად იყავით კოლეგებო? როდესაც იქნება განხილვები, იურიდიულ კომიტეტში ასეთი სენსიტიური თემების, შემობრძანდით და ის თემები დავიცვათ ერთად,“ - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის ამ განცხადებას "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ არავინ მისცეს თავს უფლება, რომ არჩეულ დეპუტატს მიუთითოს,  როდის იჯდეს სხდომაზე და როდის არა. 

"ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ვინმე გაბედავს და თავს უფლებას მისცემს საქართველოს პარლამენტის არჩეულ დეპუტატს, რომლის მანდატიც არის თავისუფალი, მითითება მისცეს როდის იჯდეს სხდომაზე და როდის არ იჯდეს. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამ კანონპროექტს ჰქვია ქართულ ოცნებას ეშინია კანონი. ერთი გეშინიათ ხალხის პროტესტი და მეორე -  გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თავის მხრივ, ანა ნაცვლიშვილს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. 

"რაღაც ისეთი გონორით შემოვიდა, ისეთი შემართებით და რაღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ 6 თვის განმავლობაში რაც ამ პერიოდში ქუჩა-ქუჩა იარეს, ტყუილად დრო დაკარგეს, ახლა ცდილობს, რომ ამით ვითომ გამოიძვრინონ თავი და ბოლოს პარლამენტში მოვიდნენ მაინც,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

 

 

დღის ამბები