17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონს ვენეციის კომისია ეხმაურება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონს ვენეციის კომისია ეხმაურება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს შეფასებით კიდევ არის საკითხები რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს.

ვენეციის კომისია მიესალმება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებულია კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია.

"ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები