17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"პირველ რიგში ამ საკითხებზე უნდა გავერთიანდეთ და ამ ერთიანობით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას" - რატი იონათამიშვილი  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმის შესახებ საუბრობს. იონათამიშვილი ამბობს, რომ ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველა საერთაშორისო პლატფორმისა და ბერკეტის აქტიური გამოყენება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს.

იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებისა და პლატფორმების გამოყენება, ასევე, აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს მის წინააღმდეგ ბრძოლა. 

"ეს უნდა იყოს მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და ერთიანად ვებრძოლოთ ოკუპაციას და ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და არა ის, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ გავიშვიროთ ხელი. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენთვის მეასე ხარისხოვანი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ინტერესები და ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. პირველ რიგში ამ საკითხებზე უნდა გავერთიანდეთ და ამ ერთიანობით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები