პარტია "ლელოს" ინიციატივას, რომელიც 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითვალისწინებს "ღამის კურიერის" ეთერში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციას არ აქვს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო 50 ხმა, ვაშაძე ფიქრობს, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციური ძალებით მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობაც" შევა. ვაშაძის განცხადებით თუ ქართული ოცნება თვლის, რომ ოპონენტების მიერ ამ მოვლენების შეფასებები გადაჭარბებულია მაშინ სიმართლის დასადგენად ამ კომისიის შექმნა მათაც უნდა აწყობდეთ.
"თუ "ქართული ოცნება" შექმნის და მოაწერს ხელს რატომაც არა, მაშინ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, ჩვენ ცალკე ვერ შევქმნით ოპოზიცია, ეს რეალობა გვაქვს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გარდა ამნისტიისა ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს იმ საკითხებზე და რეფორმებზეც, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს დოკუმენტი და მასში შესული რეფორმების ჩამონათვალი ფაქტობრივად ერთგვარი ტესტი და გზამკვლევია ევროინტეგრაციისთვის.