რას პასუხობს გიორგი ვაშაძე ინიციატივას, რომ თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია იყოს. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. გიორგი ვაშაძის თქმით, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება:
"ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.