17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ამნისტიის კანონპროექტის 2 ვერსია - მსჯელობა სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ განახლდება

ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ორივე ვერსიას დეპუტატები პირველ რიგში საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანენ. უმრავლესობის განცხადებით, მათი და ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ოპონენტები დოკუმენტში დაზარალებულის თანხმობის აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პოზიციების დაახლოების რესურსი არსებობს და მთავარია ოპოზიცია ჩამოყალიბდეს პოზიციაზე, ეყოს გამბედაობა, რომ შეთანხმებულ დოკუმენტს დაუჭიროს მხარი.

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენების გამო დაზარალებული მთელი საქართველოა, რადგან ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალების ზღვარზე იყო, ამიტომ დაზარალებულის თანხმობის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არასწორია.

დღის ამბები