"ველოდებით დასკვნას, რომელიც მოლოდინი გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ გამოგვეგზავნება და მას შემდეგ, რაც ამ დასკვნას მივიღებთ, წინადადებები და რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნება განხილული და საგაზაფხულო სესიაზე დავამტკიცებთ კანონპროექტს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.
"მიუხედავად იმისა, რომ გვეწერა, პირველ მაისამდე უნდა იყოს მიღებული ცვლილებები, შევთანხმდით, რომ ვადები გადავწიოთ და დანარჩენ ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილოთ და რაც მთავარია, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას და შენიშვნები რაც მოვა, იყოს უფრო ფართო განხილვის საგანი,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.
"კარგია, რომ პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას და წინ არ უსწრებს მას. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები საარჩევნო ცვლილებების მიღებაში. არის გარკვეული პუნქტები, რომლებშიც არის პოზიტიური ცვლილებების რესურსი, თუმცა არ არის საკმარისი, ამიტომ დამატებით, მათ შორის მიშელის დოკუმენტში ჩაიდო მექანიზმი, რომელიც "მოქალაქეების" პროექტში არ იყო,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.