27 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
სიკვდილი პირდაპირ ეთერში - რუსმა ბლოგერმა მეგობარი გოგო აივანზე გაყინა, მას 6 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის ოლქის, რამენსკის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბლოგერ სტანისლავ რეშეტნიაკს, რომლის ვიდეოსტრიმის დროსაც გოგო დაიღუპა.

რეშეტნიაკი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტანისლავ რეშეტნიაკის მეგობარი გოგო ვალენტინა გრიგორიევა ბლოგერის პირდაპირი ეთერის დროს, 2020 წლის 2 დეკემბერს დაიღუპა.  რუსული გამოცემების ინფორმაციით, რეშეტნიაკი კამათის დროს გრიგორიევას ფიზიკურად გაუსწორდა, ურტყამდა მას თავში და სხეულზე, რის შემდეგაც ის სახლიდან შიშველი გააგდო. გოგო გარეთ, სადაც რამდენიმე გრადუსი ყინვა იყო, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში რეშეტნიაკს ვიდეოლაივი არ შეუწყვიტავს, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გავიდა ის გოგოს შესამოწმებლადაც და თავის მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ის გარეთ უგონო მდგომარეობაში იყო:

"მეგობრებო, მგონი ის მოკვდა," - მიმართა მან მაყურებელს, ის გოგოს გონზე მოყვანას ჯერ საკუთარი ძალებით შეეცადა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სასწრაფო გამოიძახა. ტრანსლაცია მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სახლში პოლიცია მივიდა.

გამოძიების მასალებით, გოგო სასწრაფო დახმარების მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო თავის ტვინზე გაჩენილი ჰემატომით, რომელიც თავზე მიყენებული ტრავმის შედეგად გაჩნდა.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ რეშეტნიაკი თავის მეგობარ გოგოს სხვა ვიდეოლაივების დროსაც სცემდა.

კომპანია Google -მა ამ ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ლაივი მათთან არ გავრცელებულა, რეშეტნიაკის ექაუნთი და ვიდეოები მაინც წაშალა.

რეშეტნიაკის ვიდეოები ე.წ. თრეშპსტრიმების სახეობას წარმოადგენს - ეს ლაივ ვიდეოების განსაკუთრებული ჟანრია, აღნიშნულ ვიდეოებში წამყვანი საკუთარი თავის, მაგრამ უფრო ხშირად სტუმრების მიმართ ჯანმრთელობისთვის საშიშ ან დამამცირებელ ქმედებებს ჩადის.

ამავე თემაზე
დღის ამბები