"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, სადაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის აღსრულების მექანიზმზე მსჯელობდნენ, დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი სამშაბათს აუცილებლად მივლენ ბიუროს სხდომაზე და ყველა საკითხზე მსჯელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
"სამშაბათს აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხში მსჯელობაზე მივიღებთ მონაწილეობას. კოვიდთან დაკავშირებით რომ მივსულიყავი ტიკარაძის სხდომაზე, მე მას ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი; რომ არ მივედი სხდომაზე იმ დღეს, ამას ჩემს შეცდომად ვთვლი,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარტიები იმ საკითხებითაც დაინტერესდებიან, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ოპოზიციის ამ ნაწილის ჩართულობის გარეშე შევიდა.