მმართველი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს განიხილავს - განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გააკეთა. გია ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე განცხადებები უახლოეს პერიოდში გაკეთდება, როცა გუნდი საბოლოოდ შეთანხმდება.
"უმრავლესობაში მიდის რასაკვირველია მსჯელობა, განიხილება, გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება მათ შორის, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როდესაც გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.