17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
გიორგი ტოლკაჩოვი იმედოვნებს, რომ NATO-ს მორიგ სამიტზე ღია კარის პოლიტიკის პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს შეეხება

ბრიუსელში ივნისში ნატოს მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს. მას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრებიან.

ნატოში უკრაინის მისიის დროებითი რწმუნებული, გიორგი ტოლკაჩოვი იმედოვნებს, რომ სამიტზე განხილული იქნება ღია კარის პოლიტიკის პერსპექტივა და ასევე ლიდერების მიერ განსახილველ საკითხთა შორის უკრაინა და საქართველოც იქნება. 

"ალიანსის წევრები ნათლად აფიქსირებენ, რომ ღია კარის პოლიტიკა წარმატებული ისტორიაა არა მხოლოდ ბოლო გაფართოების მაგალითებიდან გამომდინარე, არამედ ჯერ კიდევ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან. იმედია, რომ ივნისში, როცა ნატოს სამიტი გაიმართება, განხილული იქნება ღია კარის პოლიტიკის პერსპექტივა და ასევე, ვფიქრობ, რომ ლიდერების მიერ განსახილველ საკითხთა შორის უკრაინა და საქართველოც იქნება. როგორც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ასევე ოკეანის გადაღმაც საუბრობენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველადი ამოცანა ტრანსატლანტიკური ერთიანობის აღდგენაა.

არის საკითხები, რომლებზეც ნატოს წევრ ქვეყნებს სხვადასხვა ხედვა აქვთ, ეს არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინას ეხება, მაგრამ ჩემი აზრია, რომ როცა კონსოლიდირებულად იღებ რამე გადაწყვეტილებას, ამით წევრებს შორის ერთიანობას აძლიერებ. ამჟამად უკრაინა და საქართველო ერთ "ნავშია“, გეოგრაფიულადაც, ისტორიულადაც და ჩვენი მემკვიდრეობითაც. თუ გადახედავთ ნატოს გაფართოების ისტორიას, ეს იყო ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც ალიანსის წევრებმა მიიღეს, ასე იყო ცენტრალური ევროპა, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და ბალკანეთის ქვეყნები. ჩემი აზრით, დემოკრატიული ფასეულობები უფრო აერთიანებს, ვიდრე საფრთხე. ალიანსის მთავარი პრინციპები კი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ჩვენც ეს უფრო გვაერთიანებს, ვიდრე რუსეთიდან მომდინარე საფრთხე,“ - აცხადებს გიორგი ტოლკაჩოვი.

 



დღის ამბები