რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა - ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეს ქმედება პასუხია ევროკომისიის მიერ 2 და 22 მარტს რუსეთის 6 მოქალაქის მიმართ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე.
სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს უკანონო ცალმხრივი შემზღუდველი ზომების პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
"ევროკავშირის ამგვარი ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ნამდვილი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად. ეს ხდება შეერთებული შტატების წახალისებით, რომელიც არ მალავს მის ინტერესს, ევროპა ხელახლა მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გადააქციოს," - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს.