17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ევროკავშირის ფონდები არ იხდიან დამნაშავისთვის გირაოს, ეს მექანიზმი დევს, ახლა ჯერ ნიკა მელიაზეა - მამუკა ხაზარაძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაერთვება სრულად საპარლამენტო საქმიანობაში.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ნემ-ს თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის მექანიზმი უკვე არსებობს. საუბარია, ევროკავშირის ფონდის მიერ გირაოს გადახდაზე და ახლა ჯერი, ნიკა მელიაზეა

"ჩვენ ვთვლით, რომ მექანიზმი დავდეთ, პირველი შესვლით ჩვენ ერთი პოლიტპატიმარი გავათავისუფლეთ, მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელიას გამოშვებაზე მექანიზმი დევს და უბრალოდ ის აცხადებს უარს. გარდა ამისა, ჩვენ ლელომ ბრიუსელიდან ჩამოვიტანეთ თავდებად, რომელმაც არ ჰპოვა მხარდაჭერა ოცნების მხრიდან, რაც იყო ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოსავალი ორივე მხარისთვის. ამიტომ, ჩვენ აღარ დაველოდებით ამ პროცედურას და მე ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩვენ არც ერთ იმ კანონმდებლობის ინიციატივას სადაც ქართული ოცნება პარლამენტში შეეცდება, რომ გააპაროს ან არ გააპაროს, დავუხვედრებთ ძალიან სერიოზულ ოპონირებას.

რომ არ ყოფილიყო მექანიზმი ნაპოვნი ნიკა მელიას გამოსვლასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ არ ჩავერთვებოდით. ყველაფერს აქვს თავისი წესი და საზღვარი, შესაბამისად, ეს მექანიზმი დევს, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა ვთვლი, რომ ეს მექანიზმი მან უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ ეს არის "ქართული ოცნების" მართლმსაჯულებისთვის გალაწუნება. ევროკავშირის ფონდები არ იხდიან დამნაშავისთვის გირაოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმძიმის მატარებელი, თან ხდება შარლ მიშელის პატრონაჟის ქვეშ. ეს მექანიზმი დევს, ახლა ჯერ ნიკა მელიაზეა," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები