17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
მინდა ავუხსნა ნიკა მელიას, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება, უნდა იყოს გარეთ - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერის" ეთერით ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართავს და ამბობს, რომ ციხიდან ბრძოლა ვერ გაგრძელდება და საჭიროა, რომ ენმ-ს თავმჯდომარენ საპატიმრო დატოვოს.

"მე მინდა ნიკა მელიას ავუხსნა, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება. ნიკა უნდა იყოს გარეთ და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში იმისათვის, რომ ლუსტრაცია გავაკეთოთ სისტემის. ჩვენ სისტემის დემონტაჟი უნდა გავაკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებში ვართ და სხვადასხვა პარტიებს წარმოვადგენთ, ქვეყნის, სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიების ამოცანა დღეს უნდა იყოს ამ "ოცნების" მახინჯი მმართველობის დემონტაჟი, ეს არის ყველაზე მთავარი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები