17 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა გამოქვეყნებულია - პოლიტიკოსები რეკომენდაციების გათვალისწინებაზე თანხმდებიან

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა გამოქვეყნებულია. თბილისი ელოდებოდა შეფასებას და საერთაშორისო რეკომენდაციებს, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების იმ პროექტზე, რომელიც პარლამენტმა ეუთო/ოდირს მარტში გადაუგზავნა.

10 რეკომენდაციიდან ნაწილი ეხება ცესკოს თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევას, რაც უნდა მოხდეს ხმათა ორი მესამედით.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს მმართველი გუნდი გაითვალისწინებს. 

"არ არის სასურველი არჩევნებამდე მოკლე ვადაში ცვლილებები და ამას ვეთანხმებით,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დასკვნას იწონებენ ოპოზიციაშიც - პარლამენტის წევრის, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძისთვის დასკვნა მისაღებია, "ლელოს" თავმჯდომარე" მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანა რეკომენდაციების გათვალისწინებაა. 

დღის ამბები