17 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან ციხეში შევიდა

"ლელოს" ლიდერი ნიკა მელიასთან ციხეში შევიდა. მამუკა ხაზარაძე, როგორც თავად ამბობს, ეცდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აუხსნას, რომ ბრძოლა ციხიდან ვერ გაგრძელდება და მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს.

პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გირაოსთვის მელიამ ევროკავშირის ფონდი უნდა გამოიყენოს. 

"ევროკავშირის ფონდი უნდა გამოვიყენოთ, ეს იქნება "ქართული ოცნებისთვის" სილის გაწნა, ევროკავშირის ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და იქ გააგრძელოს ბრძოლა,"-აღნიშნა ხაზარაძემ.

დღის ამბები