17 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ერთი ამნისტიის ორი კანონპროექტი - რა განსხვავებაა "ოცნებისა" და ოპოზიციის ვერსიებს შორის

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონით უნდა მოეხსნას. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირაში იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის ორი პროექტია ინიცირებული, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორი "ქართული ოცნებაა", მეორესი კი - ოპოზიცია. 

ამნისტიის ორი სხვადასხვა კანონპროექტის არსებობა იმის დასტურია, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენებს პოლიტიკური ოპონენტები ერთნაირად არ აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის პრინციპულია, რომ პოლიციელებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით მოეხსნათ. მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამნისტია არც სრულმასშტაბიანი იყოს და არც პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეხოთ.

დაზარალებულის თანხმობა პრინციპული არ არის იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებსაც არც ერთი პროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილება. "გირჩის" მხარდაჭერას მხოლოდ ისეთი ვერსია მიიღებს, რომელიც მხარეებს შეარიგებს.

საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის კანონპროექტს არ ეთანხმება. "ოცნებისთვის" მიუღებელია დაზარალებულების დაყოფა. 

ოპოზიციის ვერსია წერილობით უკვე გასაჯაროვდა, ხოლო მმართველი გუნდის წერილობითი პროექტი საჯარო, სავარაუდოდ, სამშაბათს გახდება.

დღის ამბები