17 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ნიკა მელიას ხვალ ადვოკატები შეხვდებიან -  დატოვებს თუ არა ენმ-ს ლიდერი საპატიმროს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება. ციხეში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ხვალ ადვოკატები ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს გადახდის შესახებ დოკუმენტს შეუტანენ.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერი მას ხელს მოაწერს, ის ციხიდან გამოსვლას სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, მალევე შეძლებს.

სწორედ მელიას გათავისუფლების შემდეგ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლას და 20 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ "ლელოს" ინიციატივის მხარდაჭერას.

დღის ამბები