17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, გვექნება კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი - ნინო წილოსანი

მიმდინარე კვირას, ამნისტიის ორივე კანონპროექტზე მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ განსხვავება დოკუმენტებს შორის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმებისა და პოზიციების დაახლოება საბოლოოდ ვერ მოხერხდეს. მთავარი განსხვავება კანონპროექტებს შორის პუნქტია, რომელიც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სამართალდამცველებისთვის მხოლოდ დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში ითვალისწინებს.

"ინიცირებული ორი კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას შეეხება, გავა ბიუროს პირველივე სხდომაზე, როდესაც დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას. შემდგომ, გადანაწილდება კომიტეტებზე, დაიწყება საკომიტეტო და სასესიო მოსმენები. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რეალურად, არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსაზრებები დაუახლოვდეს ერთმანეთს, მით უფრო, როდესაც ვხედავთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვაძლევს როგორც ამნისტიის მიზანზე, ასევე, მის შინაარსზე. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, გვექნება კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი,"-აცხადებს "ოცნების" წევრი ნინო წილოსანი. 

დღის ამბები