18 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა

ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდა. მას იუბილე ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა სოციალური ქსელით მიულოცა.

"ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს", -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. ის თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალია.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68 კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

დღის ამბები