12 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
მოაწერს თუ არა ხელს ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას - ადვოკატები ენმ-ს თავმჯდომარეს შესაბამის დოკუმენტს დღეს ციხეში შეუტანენ

როდის დატოვებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საპატიმროს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ციხეში მყოფ ნიკა მელიას ადვოკატები დღეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ დოკუმენტს შეუტანენ.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერი მას ხელს მოაწერს, ციხიდან გამოსვლას სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ შეძლებს.

სწორედ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლას და 20 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ "ლელოს" ინიციატივის მხარდაჭერას.

დღის ამბები