17 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება

უქმე დღეების დასრულების შემდეგ, პარლამენტში გამართულ პირველივე ბიუროს სხდომაზე ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. მსჯელობა კი საკომიტეტო მოსმენებზე გაგრძელდება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტებს შორის განსხვავება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდეს.

მთავარი განსხვავება პუნქტია, რომელიც სამართალდამცველებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, მხოლოდ დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში გულისხმობს.

სწორედ ეს პუნქტია "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი და განმარტავენ რომ, ამგვარი მოთხოვნა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

"ოპოზიციის მხრიდან დაინიცირებულ კანონპროექტს ერი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი აქვს. იქ დამნაშავის ამნისტირება დამოკიდებულია დაზარალებულის თანხმობაზე, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსაზრებების დაახლოების რესურსი არის," - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი. 

დღის ამბები