"ლელოსთვის" საგამოძიებო კომისიის შექმნამდე 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიუღებელია. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მაინც დაიწყება ინიციატივის განხილვა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ინიცირებულმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დაასკვნას ადეკვატურად, თუ რა მოხდა 20 ივნისს აქ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გარეშე არავითარი კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და "ქართულმა ოცნებამ" უნდა გამოიჩინოს სწორი პოლიტიკური ნება, დაელოდოს ამ საგამოძიებო კომისიის დასრულებას და შემდეგ გავიდეს ამნისტიის კანონი განსახილველად," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"გირჩში" კი შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტების დროულად შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.