ნიკა მელიას მიერ საპატიმროს შესაძლო დატოვების შესახებ პარლამენტში დილიდან განცხადებები კეთდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იძულებულია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.
ოპონენტები მელიას ისევ დესტრუქციის მცდელობებში ადანაშაულებს.
"დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო, ასე ვთქვათ, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი. ამ კანონის დარღვევით უნდა პოპულარობისა და გარკვეული შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა და ახლა, რა თქმა უნდა, იძულებული არის დასთანხმდეს გირაოს," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, "ნიკა მელია მიხვდა, რომ ციხიდან გმირი ვერ გამოვიდოდა."