27 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
ვაქციანცია და ეპიდვითარება - მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ვაქციანცია და ეპიდემიური მდგომარეობა იყო განხილვის თემა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება სპიკერებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობას იღებდა დღევანდელ სხდომაში ამირან გამყრელიძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაცია არ იქნება ერთადერთი თემა, რომელზეც დღეს ისაუბრებენ. ცნობილია, რომ ახლო მომავალში ქვეყანა ვაქცინის ახალ დოზებს ელოდება და გარდა ამისა, დიდი ინტერესია შეზღუდვებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, დღეის შემდეგ სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვა უნდა მოიხსნას. გარდა ამისა, სწორედ დღეიდან იწყება უქმე დღეების ათვლაც 12 მაისის ჩათვლით.

დღის ამბები