17 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ნიკა მელია თავისივე ბელადის ხაფანგში გაეხვა, ცოტნე დადიანობანას თამაშობდა - ირაკლი ზარქუა 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ბელადის ხაფანგში გაეხვა.

უმრავლესობის დეპუტატი ენმ-ს თავმჯდომარეს გირაოზე დათანხმებას მოუწოდებს. 

"ნიკა მელია საკუთარი გუნდისა მსხვერპლია, თავისივე ბელადის ხაფანგში გაეხვა. აქ არავინ დაუწყებს ბულინგს, რა დროს ის არის მელია შევა თუ გამოვა. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო.

ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა - დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობს და ისევ ვაჭრობა დაიწყო",- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები