17 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს - ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების ბერკეტი ხელისუფლების ხელშია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ადვოკატებმა ციხეში მოინახულეს. მათი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციები ყველა საკითხზე უცვლელია. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას, მელიას ინტერესების დამცველების განმარტებით, სამართლებრივად ამისათვის თავად მსჯავრდებულის თანხმობა საჭირო არ არის.

"ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დასთანხმდეს რამეს და შესაბამისად ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასრულოს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა, რაც კარგი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები