"ნაციონალური მოძრაობა" კახი კალაძეს თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
საუბარია აიპის დირექტორ წყალბურთელ რევაზ ჩომახიძეზე, რომელიც 2020 წლის დეკემბერში "ნაციონალური მოძრაობის" განახლებული გუნდის წევრი გახდა.
"დეკემბრიდან გახლავართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ღებულობენ პოლიტიკური მოტივებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას," - აცხადებს რევაზ ჩომახიძე.