19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
როდის დაიწყება ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნიას განცხადებით, 18 წლამდე ჯგუფების აცრა ჯერჯერობით რეკომენდებული არ არის

როდის დაიწყება საქართველოში ბავშვთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინით იმუნიზაციის პროცესი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა რეკომენდებული არ არის.

თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ Pfizer-ი 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასებაზე ახლა მუშაობს.

"ბავშვებში, როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, AstraZeneca არის 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ არის რეკომენდებული და Pfizer-ი ახლა მუშაობს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე.

ჯერჯერობით, დასკვნები და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით ჯანმოს არ გამოუქვეყნებია, ამდენად ველოდებით რეკომენდაციებს. როგორც კი იქნება უკვე კონკრეტული ვაქცინა ავტორიზებული ბავშვთა ასაკის პოპულაციაში გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ განვიხილავთ ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას, თუმცა ჯერჯერობით ასეთი რამ არ ხდება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები