20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
თბილისის 2 რაიონს 5 მაისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 5 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), დირსიჭალის, მანავის, დოდაშვილის, ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები