"საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" და კომუნიკაციების კომისია ერთობლივ პროექტებს იწყებენ. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
შეთანხმების მიზანი დეზინფორმაციის, ევროპული ღირებულებების და ციფრული უნარების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლებაა.