პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, სამდღიანი ვიზიტით ბერლინში იმყოფება.
პარლამენტარებს შეხვედრები ექნებათ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან, ბუნდესტაგის ვიცესპიკერთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან.
მოლაპარაკებები იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეუთოს საპარლამენტო ანსამბეის გერმანიის დელეგაციასთან.
საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება, რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს, რომ ქვეყანა მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გერმანიის და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაა.
შეხვედრები უკვე დაწყებულია და პირველი მოლაპარაკებები ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იმართება.