17 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ჯოზეფ ბორელი: ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენება კრემლის გავლენას ასუსტებს

ბრიტანული Project Syndicate აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორებიც არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანი. 

"რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროს დაკარგვამ შეიძლება უახლოეს პერიოდში გამოიწვიოს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ კრემლი ამას ავანტიურიზმის მოწვევად მიიჩნევს," - წერენ ავტორები.

სტატიაში საუბარია ენერგიის იმპორტის შემცირების მნიშვნელობაზე.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს კი კრემლის გავლენას ასუსტებს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ძლიერადაა დამოკიდებული. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი საკუთარი რესურსები გამოიყენონ, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები.

სტატიაში ასევე საუბარია, რომ ნავთობის ეპოქის გავლის შემდეგ ძველი სტრატეგიული პუნქტები, დაწყებული ჰორმუზის სრუტით, გავლენას თანდათანობით კარგავენ.

შესაბამისად, ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან რეგიონული და გლობალური ძალების წვდომისა და კონტროლისთვის კონკურენციას. რაც უფრო იწურება ნავთობის ეპოქა, ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან კონკურენციას რეგიონული და გლობალური ძალების წვდომისა და კონტროლისთვის.

დღის ამბები