აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის თქმით, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
ელჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება.
"რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს ჩვენს საზღვართან მიმართებაში, პანდემიამ ხელი შეგვიშალა და კომისიის ჩატარება ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაიმართება მორიგი კომისია, სადაც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყნებს," - აღნიშნა პატარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. რა თემები განიხილეს პირველმა პირებმა სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავჯდომარესთან.