17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი მიუღებელია - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის პროექტზე

"აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ!" - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიციელის დისკრიმინაციის მცდელობა მიუღებელია და ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს.

"წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე - პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.

ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს!"  - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები