17 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
მერის არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ამოცანაა კახა კალაძის მთავარი კონკურენტი, ნიკა მელია იყოს ციხეში - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ამოცანაა, მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატის კახა კალაძის მთავარი კონკურენრტი, ნიკა მელია მაქსიმალურად იყოს იზოლირებული.

ენმ-ის წევრი "დღის კურიერში" სტუმრობისას შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ჩადებული 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონი ჯალათების გამოშვებას და ნიკა მელიას ციხეში ჩატოვებას ისახავს მიზნად.

"ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მიზანად ისახავს ჯალათების გამოშვებას და ნიკა მელიას ჩატოვებას. მოკლე ფორმულა ეგ არის. სწორედ ამიტომ ჩვენი მხრიდან ხელი არ მოვაწერეთ და არ შევედით პარლამენტში, რამეთუ ზუსტად ვიცოდით ინტერპრეტაციას მოახდენდა "ქართული ოცნება". ახლა მთავარი ამოცანა "ქართული ოცნებისთვის" რა არის?! - მერის არჩევნების დროს  მთავარი კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან ნიკა მელია, რომელიც იქნება კონკურენტი, სავარაუდოდ, კახა კალაძისთვის, მაქსიმალურად იყოს ციხეში და ეს ყველაფერი რასაკვირველია კახა კალაძეს აწყობს," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები