17 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ეს არის "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულის გარეცხვის კანონპროექტი - ლევან სამუშია ამნისტიის პროექტის უმრავლესობის ვერსიის შესახებ

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის ლევან სამუშიას განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ, პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი მიზნად გახარია-ივანიშვილის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ისახავს.

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამას ამნისტიის კანონპროექტი არ ჰქვია. ეს არის "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების და მმართველი გუნდის დანაშაულიდან და პასუხისმგებლობიდან განთავისუფლების კანონპროექტი, იგულისხმება გახარია-ივანიშვილი, რომლებმაც მოაწყვეს 20 ივნისის სისხლიანი ღამე და აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტს შეიძლება ვუწოდოთ არა ამნისტია, არამედ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რითაც სურთ საკუთარი დანაშაულის გარეცხვა და საჯელიდან თავის არიდება,"- განაცხადა "დღის კურიერში" ლევან სამუშაიამ. 

დღის ამბები