17 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს შესაძლო გადახდა განხილვის პროცესშია - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური მხარეები ამნისტიის თემაზე საერთო პოზიციამდე მივლენ. კარლ ჰარცელი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა.

დიპლომატმა, კახა კუჭავასთან საუბრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ნიკა მელიას  შესახებ - არის, თუ არა ევროკავშირი მზად, გადაიხადოს გირაო - ამ კითხვაზე ელჩმა თქვა, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

"ეს ჩემი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ბატონი კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაინიშნა. შეხვედრის შესაძლებლობა გამოვიყენეთ მიღწეული შეთანხმების განსახილველად. ვიცით რომ, პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ვისაუბრეთ შემდგომ თანამშრომლობაზე. საუბრის თემა იყო ბრიუსელში მისი მომავალი ვიზიტი, სადაც მის ოპონენტებთანაც გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტში. როგორც ვიცით, არსებობს ამნისტიის 2 კანონპროექტი. ახლა ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, რომ პარლამენტში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა და წინ მივდივართ. ეს საკითხიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ახლა მთავარია პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიკუსისას მათი პოზიციები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდეს პროცესის წინ წასაწევად.

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს შესაძლო გადახდა და სხვა საკითხები განხილვის პროცესშია და ვნახოთ რამდენად შესაძლებელი იქნება წინ წავიწიოთ მომდევნო დღეებში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. იმპლემენტაციის პროცესი კი რეფორმებამდე მიგვიყვანს," - ამბობს კარლ ჰარცელი

დღის ამბები