საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა "შეჰიდების ხეივანში", სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.