აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის შემდეგ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობასა და ერთობლივი რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ჩვენი ქვეყნები არ არიან უბრალოდ მეზობლები, არამედ ჩვენ ვართ მეგობრები. გვაქვს ბევრი საერთო ტრადიცია და საუკუნეების მანძილზე ვუჭერდით ერთმანეთს მხარს. გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად ჩვენს შორის ვაჭრობამ 5 ათასი მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თანამშრომლობაზე მეტყველებს. ჩვენი ქვეყნები დიდ როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკისა და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში, მათ შორის იმ საერთაშორისო პროექტებით, როგორიცაა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანისა, თუ ერზრუმის პროექტები.
ჩვენს პარლამენტებს აქვთ აქტიური თანამშრომლობა. მსურს მილი მეჯლისის წევრების სახელით გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა თქვენს მთავრობას მისი მხარდაჭერისთვის ომის დროს. მთიანი ყარაბახის შესახებ ინფორმაცია გაქვთ, კონფლიქტი დასრულდა. თუმცა რჩება პრობლემები, რომელიც დაბრკოლებად რჩება მთელი რეგიონისთვის,"- განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა რეგიონის უსაფრთხოებასა და მშვიდი ვითარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ მეგობარ ქვეყანას შორის საჭიროა სტრატეგიული პროექტები მომავალში გაგრძელდეს.
"პრეზიდენტ ალიევთან ერთად ახლახან ვისაუბრე ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, პროექტებზე რომლებიც ორმა ერმა მათ შორის 90-იანებიდან განვახორციელეთ. ჩვენ კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებაზე უნდა ვმოტივირდეთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას ამ რეგიონში, ამ რეგიონს სჭირდება მშვიდობიანი გადაწყვეტა და მოლაპარაკებები. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.