17 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა დავით-გარეჯის საკითხი განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის დავით-გარეჯის შესახებ დიალოგი დაჩქარდება და საკითხზე გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.  

"შეხვედრაზე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დღის ამბები