18 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
საგანგაშო ეპიდმონაცემები და მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების მოლოდინი - მედიკოსები ვირუსის შემთხვევათა მატებას ელოდებიან

საგანგაშო ეპიდმონაცემები და მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების მოლოდინი - მედიკოსები თვლიან, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში დადგება, ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"საყურადღებო და საგანგაშო მდგომარეობაც არის დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ შესაძლებელია მატება იყოს დადასტურებული შემთხვევების, რადგანაც გასათვალისწინებელია ეს სადღესასწაულო დღეები. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მატება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შედარებით რეგულაციების გამკაცრება, რომ მეტნაკლებად მოხდეს ახალი შემთხვევების შემცირება," - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ახსენებენ მოსახლოებას, რამდენად მნიშვნელოვნია ვაქცინაციის პარალელურად პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

"ძალიან მაღალი იყო ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც შესაბამისად, გარკვეულწილად განგაშის საფუძველს გვაძლევს, რომ უკვე დაწყებულმა მესამე ტალღამ არ მიიღოს მართლაც დრამატული ხასიათი. ამჟამად არსებული ვირუსი უფრო გავრცელებადია და დღესასწაულების კლასტერებისთვის ადრეა, შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს და ამიტომ აუცილებელია არსებული რეგულაციების დაცვა," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები