11 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
როგორი უნდა იყოს ამნისტიის პროექტი - მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ

როგორი უნდა იყოს ამნისტიის პროექტი? დაპირისპირებული მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ვარიანტისგან განსხვავებით მათი კანონპროექტი შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს.

პარლამენტში ინიცირებულ 2 სხვადასხვა კანონპროექტს კენჭისყრამდე საპარლამენტო პროცედურები აქვს გასავლელი. დროის სიმცირის გამო, არ არის გამორიცხული, კანონის მისაღებად რიგგარეშე სხდომების მოწვევაც გახდეს საჭირო.

"მუხლებით არის კონკრეტული ჩანაწერი გაკეთებული ოპოზიციურ ვერსიაში მაშინ, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ის ყველა პირს და შემთხვევას ეხება, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული, ასე რომ ერთადერთი ჩამკეტი, რაც შეიძლება აქ იყოს ეს მხოლოდ და მხოლოდ კონვენციური, ანუ მძიმე მუხლებით შემოფარგვლაა. ამნისტიის აქტის ვერსია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ არის რეგისტრირებული არის სრულ თანხვედრაში შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან, თუმცა განხილვების ჭრილში რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ შესაბამისი არგუმენტები," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ოპონენტების შემუშავებულ რედაქციაში, მმართველი გუნდი, დისკრიმინაციულ ნიშნებს ხედავს.

"ყოველგვარი ინტერპრეტაციის საშუალებებს იმ თემასთან დაკავშირებით, რა იდეაც და სტრატეგიაც აქვს სააკაშვილს, არ შეცვლილა ეს სტრატეგია და მასზე რაღაცნაირად დავალებული არიან ყველანი, ვინც შემოვიდა და პარლამენტში განაგრძობს მუშაობას," – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები