პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები დღეს სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი შეხვდებიან.
დღის განმავლობაში ასევე პრეზიდენტისა და დანარჩენი ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრებიც იგეგმება.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სავარაუდოდ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოსალოდნელი ვეტო იქნება.