კანონმდებლები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო, ინაქტივირებული ვაქცინა Sinopharm-ს საჯაროდ გაიკეთებენ. დეპუტატებს ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ელოდებიან.
ასევე, Sinopharm-ით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
ცნობისთვის, გამთენიისას საქართველოში AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა ჩამოვიდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51 600 პირი.