17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"ერთობა, რაობა, იმედი" - ლევან ვასაძე პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს

"ერთობა, რაობა, იმედი" - ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის და ახალ ორგანიზაციას  - "ერი" აფუძნებს.

ლევან ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი იზეზი არის, პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური,"- აცხადებს ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძე ფლობს მრავალმილიონიან ბიზნესებს რუსეთსა და საქართველოში. საზოგადოების ნაწილი მას პრორუს ბიზნესმენად მოიხსენიებს.

დღის ამბები