17 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა - ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზს ასახელებს

ლევან ვასაძე შარლ მიშელის დოკუმენტს იწუნებს - ამის შესახებ ბიზნესმენმა საზოგადოებრივი გაერთიანების "ერთობა, რაობა, იმედი" პრეზიენტაციის დროს განაცხადა. პრორუსული განწობით ცნობილმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტზე ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერის შემდეგ მიიღო.

"ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც "ქართული ოცნების", ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან.

თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ  ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ინსტიტუტების განადგურება "ნაციონალური მოძრაობის" დროს  დაიწყო და "ქართული ოცნების" დროს გაგრძელდა.

"მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში, ანტიამერიკელობაში, აქვე ვიტყვი რომ სრული სიცრუეა. ვარ მხარდამჭერი დონალდ ტრამპის და ამერიკის 80 მილიონი ამერიკელისა, რომელსაც მიაჩნია, რომ "გავხადოთ ამერიკა ისევ ძლიერი". ჩემს ფორმულაში ამერიკის ნაცვლად არის საქართველო. ეს არის სუვერენისტური ეროვნული, ტრადიციონალისტური მოძრაობა "ნაც-ქოცეთის წინააღმდეგ. 

შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას ჩემი თავის ჩათვლით შეუძლია ამის აღმოფხვრა. ჩემი აზრით ერთად უნდა გამოვიდეთ,"- აღნიშნა ვასაძემ.

დღის ამბები